ANGRY SPIN 1"

1 reviews / Add Your Review
Availability: In stock
შეფუთვაში 8 ც
მწარმოებელი: CRAZY FISH
*ფერი






6.00 GEL

რაოდენობა: 

ტვისტერი--ყველაზე უნივერსალური ფორმაა რბილ სატყუარებს შორის. უდავოდ ლიდერია სილიკონის სატყუარებში. წყალში ჩაგდებისთანავე მისი კუდი იწყებს აქტიურად რხევას და ავრცელებს ტალღებს ყველა მიმართულებით, რითაც თევზს იზიდავს შორი მანძილიდან. იგი შეიძლება შევადაროთ ტრიალას--ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ სატყუარას. მაგრამ ყველა ტვისტერს არ შეუძლია იმუშაოს ნელ გატარებაზე და მსუბუქ წონებზე. ANGRY SPIN -ი დამზადებულია განსაკუთრებით რბილი, ელასტიური სილიკონით, რაც საშუალებას იძლევა ტვისტერი ვამუშაოთ 0,3 გრამზეც კი.
პირველ რიგში ის შექმნილია „სპორტული“ ქორჭილის საჭერად „დაპრესილ“ წყალსატევებზე. ბევრი სპინინგისტი მას გამოიყენებს კარჩხანისა და ფარფლწითელას საჭერად მიზანმიმართულად.
CRAZY FISH -ის ყველა სილიკონის სატყუარის მსგავსად, ესეც იწარმოება საინტერესო და მრავალფეროვანი ატტრაქტანტებით. უამრავ საინტერესო ფერს შორის კი აუცილებლად შეარჩევთ სასურველს !

გამოხმაურება
,
წითელი ფერის მინდა ერთი პაკეტი